ვებგვერდის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში.
შეძენის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.
შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
კვირას 20:00 საათიდან ოთხშაბათს 20 საათის ჩათვლით განხორციელებლი შეკვეთები მიწოდებული იქნება პარასკევს, ხოლო ოთხშაბათს 20 საათიდან კვირას 20:00 საათამდე განხორციელებლი შეკვეთები მიწოდებული იქნება პარასკევს. შესაძლოა, მოხდეს მიტანის დღეების კორექტირება. ინფორმცია ამის შესახებ მითითებული იქნება ვებგვერდზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დამატებით გეცნობოთ თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.
თუ თქვენ გსურთ სტანდარტულად არსებული მიტანის დროის კორექტირება, შეგიძლიათ შეკვეთის განხორციელების შემდგომ დაგვიკავშირდეთ და შეათანხმოთ თქვენთვის სასურველი დრო.
მიწოდების საფასური არის 5 ლარი.
შეკვეთის მიწოდებამდე, კურიერი ტელეფონით უკავშირდება მომხმარებელს და აზუსტებს მიტანის სავარაუდო დროს.
პროდუქტის გადმოცემის დროს შემკვეთსა და კურიერს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და ორმხრივი ხელის მოწერით დასტურდება პროდუქტის გადაცემის ფაქტი.
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მოგაწოდოთ პროდუქცია იმ ადგილზე, მისამართზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ შეკვეთის განხორციელების დროს.
დაგვიანებული მიტანის შემთხვევაში, თაფლიკაცი არც გაგიუქმებთ შეკვეთას და არ აგინაზღაურებთ მიტანის საფასურს.
არასრული ავტორიაზაციის, არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის და მოწოდების ინტრუქციების არსებობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება დაზუსტებულ რეალურ მისამართზე განხორციელდეს მეორედ, თუ თქვენ ადგილზე დამატებით გადაიხდით მიტანის საფასურს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ შეიძლება ვერ განვახორციელოთ მიწოდება ზოგიერთ მისამართზე. თუ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, შეკვეთის დამუშავების მომენტშივე ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ იმ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც მითითებული გექნებათ ჩვენს ვებგვერდზე. ასეთ დროს ჩვენ უზრუნველვყობთ შეკვეთის მიწოდებას ალტერნატიულ მისამართზე.
თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ პროდუქციის მიწოდების დროს ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადექვატური პირობები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს პროდუქციის უსაფრთხოდ მიწოდება. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერ დაზიანებაზე, ღირებულებასა ან ხარჯზე, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ მიტანის ადგილზე მისასვლელად საჭირო შესაბამის პირობებს.
შეკვეთის გაუქმება
ჩვენ შეიძლება გავაუქმოთ შეკვეთა თუ რომელიმე პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი რაიმე მიზეზის გამო. ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ და დავაბრუნებთ ნებისმიერ თანხას, რომელიც თქვენ გადაიხადეთ.