მოხმარების წესები და პირობები

გთხოვთ, ვებგვერდიდან საქონლის შეკვეთის განხორციელებამდე, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ მოხმარების წესებსა და პირობებს (შემდგომში – წესები და პირობები”). თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს, ნუ ისარგებლებთ ვებგვერდით taplikatsi.ge.

ჩვენი ვებგვერდით, მობილური აპლიკაციით ან ტელეფონით ნებისმიერი საქონელის შეკვეთისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებს და პირობებს.

ტერმინთა განმარტება

  • მიმწოდებელი (ჩვენ) – შპს „თაფლიკაცი“ taplikatsi.ge-ის ბრენდი, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.
  • მომხმარებელი (თქვენ) – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე. ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე.
  • ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი.
  • პროდუქცია – ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ვებგვერდზე.
  • შეთანხმება – ეს მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, შეკვეთის გაფორმების, თანხის გადახდის და პროდუქტის მიწოდების ინსტრუქციები, რომელსაც თქვენ ეთანხმებით შეკვეთის განხორციელების დროს.
  • ვებგვერდი – არის ჩვენი ვებგვერდი taplikatsi.ge ან ჩვენი მობილური აპლიკაცია, რომელიც გთვაზობთ მიმწოდებლის პროდუქციას.
  • შემკვეთი/დამკვეთი – პირი, რომელიც ახორციელებს ვებგვერდიდან პროდუქციის შეძენას.
  • შპს თაფლიკაცი (შემდგომში – თაფლიკაცი) – ვებგვერდის მფლობელი.

მხარეთა უფლება-მოვალეობები

მიმწოდებლის ვებგვერდზე შეკვეთის განხორციელებისას თქვენ:

  • როგორც მომხმარებელი, იცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს.
  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
  • იღებთ პასუხისმგებობას თქვენს მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების სანდოობასა და სიზუსტეზე.
  • იძლევით გარანტიას, რომ ის Visa ან Mastercard ბარათი, რომლის დეტალებსაც გვაწვდით, არის თქვენი პირადი და გაქვთ საკმარისი თანხები იმისთვის, რომ განახორციელოთ გადახდის ოპერაცია.
  • დაიცავთ ინტელექტუალურ და საავტორო უფლებებს.
  • არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და ნებისმიერი მიზნებისათვის, ვებგვერდის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად.
  • არ წარმოადგენთ თავს სხვა მომხმარებლად ან/და არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან/და მომსახურების გამართულ მუშაობას.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმდებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ:

  • როგორც მიმწოდებელი, დავიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს.
  • ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენი შეკვეთის და გადახდის დეტალები იყოს დაცული.
  • ხელშეკრულებაში არსებული ვადების დაცვით მოგაწვდით შეძენილ პროდუქციას თქვენს მიერ მითითებულ (შეთანხმებულ) მისამართზე.
  • არ განვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.
  • თუ მიტანის სერვისი და/ან პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ SMS-ით ან სატელეფონო ზარით, ვებგვერდზე რეგისტრაციის ან შეკვეთის განხორციელების დროს, თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

შეკვეთის გაფორმება და შეძენა

  • ჩვენი ვებგვერდიდან პროდუქტის ონლაინ შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ. რეგისტრაციის შედეგად შეძლებთ ავტორიზაციას.
  • თქვენი ნებართვის გარეშე ვებგვერდზე შემდგომი ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თაფლიკაცი არ არის პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე.
  • პროდუქციის მიწოდების შესახებ შეთანხმება არის თქვენსა და შპს თაფლიკაცს შორის.
  • ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, პერიოდულად შევცვალოთ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი პროდუქციის ჩამონათვალი და ფასები. ჩამონათავლის და ფასების ცვლილება არ გავრცელდება უკვე შეძენილ პროდუქტებზე.
    პროდუქციის, მიტანის სერვისის ან სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მთლიანი ფასი გამოჩნდება ვებგვერდზე შეკვეთის გაფორმების დროს.
  • იმისთვის, რომ ნახოთ შერჩეული პროდუქტის/პროდუქტების ჯამური ღირებულება, აირჩიეთ კალათაში პოზიცია/პოზიციები, შესაბამის შემთხვევებში გამოიყენეთ კუპონის პრომო კოდი და გადადით შეკვეთის გაფორმების გვერდზე. მისამართის მითითების შემდეგ, გადახდის გვერდზე დაგიფიქსირდებათ პროდუქტის/პროდუქტების სრული საფასური მიტანის ჩათვლით.
  • შეძენა შესაძლებელია შეკვეთილ პროდუქტზე ონლიან გადახდის საშუალებით Visa ან Mastercard ბარათებით.
  • Visa / Mastercard ბარათით გადახდისას საჭიროა შეკვეთის გაკეთების დროს, გადახვიდეთ თიბისი ბანკის გვერდზე, შეიყვანოით თქვენი ბარათის მონაცემები და თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ბარათიდან. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით. გადახდის პროცესი აბსოლუტურად დაცულია. მომსახურების ან სხვა სახის საკომისიო არ გეჭრებათ.

საჩივრები

  • ჩვენ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ საჩივრებს და მიზნად ვისახავთ ვუპასუხოთ ნებისმიერ თქვენს საჩივარს 5 სამუშაო დღეში. ყველა საჩივარი გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: office.taplikatsi@gmail.com

დასკვნითი ნაწილი

  • არ გამოიყენოთ ავტომატური სისტემა ან პროგრამა ჩვენს ვებგვერდთან ან მის ონლაინ შეკვეთის ფუნქციასთან მიმართებაში.
  • არ შეაგროვოთ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია ამ ვებგვერდიდან, არ გამოიყენოთ ვებგვერდის მიერ მოწოდებული საკომუნიკაციო სისტემები კომერციული შუამავლობისთვის, არ უშუამოვალოთ ვებგვერდის ნებისმიერ მომხმარებელს არანაირი მიზნით, არ გამოაქვეყნოთ ან გაავრცელოთ რაიმე ვაუჩერები და კოდები და არ გატეხოთ ეს ვებგვერდი.
  • მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, შეკვეთის გაკეთების, გაუქმების, გადახდის ინსტრუქციები, მიწოდების ფორმა წარმოადგენს ჩვენს და თქვენს შორის მთლიან შეთანხმებას. სხვა გამოხატული ან ნაგულისხმევი პირობები არ არის ამ შეთანხმების ნაწილი. იმ შემთხვევაში თუ რაიმე კონფლიქტი წარმოიშობა ამ პორობებსა და ვებგვერდზე მოცემულ სხვა პირობებსა და დებულებებს შორის, უპირატესად გამოიყენება ეს მოხმარების წესები და პირობები.
  • თუ ჩვენი გარიგების ნებისმიერი პირობა მიჩნეული იქნება არასწორად, უკანონოდ ან შეუძლებელი იქნება მისი შესრულება, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთი პირობები წაიშლება ან ამოღებული იქნება და დარჩენილი შეთანხმება ძალაში იქნება ასეთი პირობების გარეშე.
  • ეს მოხმარების წესები და პირობები და ხელშეკრულება (და ყველა არასახელშეკრულებო ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ან გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან) მოქმედებს და აგებულია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ორივე ჩვენგანი (ჩვენ და თქვენ), შესაბამისად ემორჩილება საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას.