ფასდაკლება!

ცაცხვის თაფლი, 1 კგ

23.50 22.00

ცაცხვის თაფლი სხვადსხვა სახეობის თაფლს შორის ერთ-ერთი საუკეთესო, სასარგებლო და სამკურნალო თვისებების მქონე პროდუქტია. როგორც წესი, ცაცხვის თაფლი ვიზუალურად არის გამჭვირვალე, მოყვითალო ღია ქარვის ფერი, ზოგჯერ მომწვანო-რუხი ელფერიც დაკრავს. მას აქვს შესანიშნავი გემო და მდიდარი არომატი.

ცაცხვის თაფლის გამოყენებით შეიძლება შეებრძოლით უძილობას, შეიმციროთ სტრესი და დაიმშვიდოთ ნერვიული სისტემა მძიმე დღის შემდეგ. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, საღამოს მიირთვათ ერთი ჭიქა თბილი რძე ცაცხვის თაფლთან ერთად. გარდა ამისა, მეფუტკრეობის ეს შესანიშნავი პროდუქტი თავისი მდიდარი შემადგენლობა უკვე ფართოდ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ცაცხვის თაფლს დადებითი გავლენა აქვს თვალის ბადურაზე.

მიზანშეწონილია, ცაცხვის თაფლის ზომიერი რაოდენობით ყოველდღიურად მიღება მათთვის, ვისაც რეგულარულად უწევს კომპიუტერის ეკრანთან მუშაობა.

არტიკული: 1.4.3 კატეგორია:

პროდუქტის აღწერა

ცაცხვის თაფლი, 1 კგ

ცაცხვის თაფლი გვაქვს 350 გრ და 750 გრ მინის ქილებში. ასევე, 1,5 კგ, 3 კგ, 4 კგ, 6,5 კგ პლასტმასის ქილებში. პლასტმასის ჭურჭელი სერტიფიცირებულია და უსაფრთხოა საკვები ნივთიერებისათვის.

შეფასება (განხილვა)

ეს პროდუქტი ჯერ არ განხილულა.

შეაფასე პირველმა “ცაცხვის თაფლი, 1 კგ”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *